კომპანია “საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ.
დასაქმებულები უკვე 14 დღეა, სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებენ.
აქციის ათეულობით მონაწილე დაბალ ხელფასს და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებს.
მათი თქმით, მინიმალურ ხელფასზე სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ.
დასაქმებულებს დღეს სოლიდარობა სხვადასხვა საწარმოების თანამშრომლებმა გამოუცხადეს.
კომენტარები