ხმაური და დაპირისპირებაა ამ წუთებში საირმეში. ათობით ადამიანს საირმე-აბასთუმნის გზა აქვს გადაკეტილი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც სამანქანე გზის გახსნას ცდილობს, თუმცა ქარხნის გაფიცული თანამშრომლები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.
პროტესტის ამ ფორმას აქციის მონაწილებმა დამსაქმებლის უყურადღებობის გამო მიმართეს.
უკვე მე-14 დღეა, ქარხნის თანამშრომლები ხელფასების 30%-ით გაზრდას და ღირსეულ და უსაფრთხო შრომით პირობებს ითხოვენ.
კომენტარები