მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მოგვაქციოს ხელისუფლებამ ყურადღება”- აქცია ბაღდათის მერიასთან

“მოგვაქციოს ხელისუფლებამ ყურადღება”- აქცია ბაღდათის მერიასთან

კომპანია “საირმე მინერალ ვოთერსისა” და სხვადასხვა საწარმოების თანამშრომლები ბაღდათის მერიასთან აქციას მართავენ.

გაფიცულები ხელისუფლებას მედიაციის პროცესში ჩართვას სთხოვენ.

კომპანიაში დასაქმებულები უკვე 14 დღეა, სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებენ. ათეულობით აქციის მონაწილე დაბალ ხელფასს და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებს.

მათი თქმით, მინიმალურ ხელფასზე სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ.

დასაქმებულებს დღეს სოლიდარობა სხვადასხვა საწარმოების თანამშრომლებმა გამოუცხადეს.

კომენტარები