მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ

“საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ

“საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება.

ქარხნის თანამშრომლები მე-15 დღეა,  ხელფასების 30%-ით გაზრდას და ღირსეულ და უსაფრთხო შრომით პირობებს ითხოვენ.

გუშინ მათ საირმე-აბასთუმნის გზა გადაკეტეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით კი აქცია ბაღდათის მერიასთან გამართეს.

გაფიცულები მოითხოვენ, მათ პროტესტს ხელისუფლებამ მიაქციოს ყურადღება და საქმეში ჩაერთოს.

 

კომენტარები