მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაინტერესდით ამ ხალხის ბედით, ამ ხალხის საცოდაობით, აქაურობაც საქართველოა”

“დაინტერესდით ამ ხალხის ბედით, ამ ხალხის საცოდაობით, აქაურობაც საქართველოა”

ტყიბულის სოფელ მუხურას მაჟორიტარი ცოტნე აბესაძე იმერეთის გუბერნატორს, ტყიბულის მაჟორიტარს და ინფრასტრუქტურის მინისტრს მიმართავს.

აბესაძის თქმით, 14 დღეა, სოფელ მუხურაში მცხოვრები 1000 ადამიანი მუნიციპალიტეტს მოწყვეტილია.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაწმენდითი სამუშაოები 3 დღის წინ დაიწყო, თუმცა ერთადერთი ტრაქტორი, რომელიც სოფელს ემსახურებოდა, გაფუჭდა.

“მინდა მივმართო იმერეთის გუბერნატორს: ბატონო ზვიად დაინტერესდით ამ ხალხის ბედით, ამ ხალხის საცოდაობით. მინდა მივმართო ინფრასტრუქტურის მინისტრს, ტყიბულის მერს უკვე აღარ ვეტყვი არაფერს. ეს ხალხი, ეს სოფელი, აქაურობაც არის საქართველო. ჩამობრძანდით ტყიბულში, მოიკითხეთ რა მდგომარეობაა. ჩამობრძანდით და ამ ხალხს გაეცით პასუხი”, – აცხადებს აბესაძე.

კომენტარები