მთავარიახალი ამბებიიმერეთი

რას ფიქრობენ ქუთაისის მერის მრჩეველი მესამე სექტორის წარმომადგენლები ე.წ. აგენტების კანონზე

რას ფიქრობენ ქუთაისის მერის მრჩეველი მესამე სექტორის წარმომადგენლები ე.წ. აგენტების კანონზე

მოძრაობა “ხალხის ძალა” “ქართულ ოცნებასთან” ერთად მალე უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ ახალ კანონს მიიღებს.

თბილისში მედიის და მესამე სექტორის წარმომადგენლები აღნიშნულ კანონპროპექტს აპროტესტებენ, თუმცა ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია ქუთაისში მოქმედ არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას.

ქუთაისის მრჩეველთა საბჭოში 25 წევრია, მათგან დიდი ნაწილი მესამე სექტორს წარმოადგენს.

ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ კანონპროექტზე ვერ ისაუბრებს, რადგან ის ჯერ კანონპროექტია.

საინტერესოა რას ფიქრობენ მერის მრჩეველი მესამე სექტორის წარმომადგენლები აღნიშნულ კანონპროექტზე, სურვილის შემთხვევაში საინფორმაციო სააგენტო “ინფო იმერეთი” მათ მოსაზრებებს პერსონალურად გააშუქებს.

 

კომენტარები