სხვა პარტიას თუ შექმნის, ღმერთმა გაუმარჯოს, თუ ოპოზიციაში იქნება და ერთი მიზანი გვექნება, ივანიშვილთან ბრძოლას ვგულისხმობ, ვითანამშრომლებთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ნიკა მელიას მიერ ახალი პარტიის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ტვ პირველის” წამყვანმა ხაბეიშვილს ჰკითხა, შესაძლოა, თუ არა ნიკა მელიამ ახალი პარტია ჩამოაყალიბოს და რა ინფორმაციას ფლობს ამის შესახებ.
“ვიღაცა ვიღაცის ოპოზიციაში ჩადგა, თითქოს გაბუტულის პოზიციაში არიან, ეს არ არის ჩემი საქმე და ამით თავს არ დავიღლი. ბიძინა ივანიშვილია ჩემი სამიზნე და მასთან ბრძოლა”, – აცხადებს ხაბეიშვილი.
კომენტარები