პარლამენტში “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტებს მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები უარყოფითად აფასებენ.
ფოტოგრაფ არჩილ გეგენავს თქმით, ამ კანონის მიღებით თავისუფლად მუშაობა ეზღუდება მედიას, არასამთავრობოებს, ადამიანებს, ვინც დამოკიდებულია უცხოურ შემოსავალზე.
“ამ კანონის მიღებით თავისუფლად მუშაობა ეზღუდება მედიას, არასამთავრობოებს, ადამიანებს, ვინც დამოკიდებულია უცხოურ შემოსავალზე, მე, როგორც ფოტოგრაფს, საერთაშორისო მედიისთვის ფოტო მასალის მიწოდებით, ჰონორარის სანაცვლოდ, ავტომატურად აგენტის სტატუსს მომანიჭებს, რაც სტიგმატიზირებას მოახდენს და მუშაობის თავისუფლებაც შეზღუდული, ავტომატურად მექნება. თავისუფლების შეზღუდვა ავტომატურად ნიშნავს მედიის მუშაობაზე ხელის შეშლას, რაც უკვე პრობლემაა”,- აცხადებს არჩილ გეგენავა.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ “უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. “უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.
პარლამენტი კანონპროექტების განხილვას დღეს იწყებს. პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
კომენტარები