მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ვინც ხმას მისცემს ამ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე”

“ვინც ხმას მისცემს ამ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე”

“ყველა, ვინც ხმას მისცემს ამ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა “მთავარი არხის” ჟურნალისტის დემნა დევდარიანის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ხალხის ძალის” მიერ წარდგენილ რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით პრაისმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს პროპაგანდა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი ჯერ კიდევ პროცედურებს გადის, თუმცა მიუხედავად ამისა, აშშ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ხსენებული კანოპროექტის წარდგენის გამო.

მისივე თქმით, მიმდინარეობს პროპაგანდა, რომ დაინიცირებული კანონპროექტი ამერიკულ კანონმდებლობას ეფუძნება, რაც სიმართლე არაა.

“ჩვენი კანონმდებლობა გავლენას არ ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასა და მათი დაფინანსების წყაროებზე”, – აცხადებს პრაისი.

კომენტარები