მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სანდრო ბაზაძემ იტალიაში, ქალაქ პადუაში გამართულ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

FIE-ს რეიტინგით მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავემ მეოთხედფინალში გამოცდილ გერმანელ სპორტსმენთან, მატიაშ საბოსთან 6-14-დან ზედიზედ 9 ქულა აიღო დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა.

ნახევარფინალში ქართველი მოფარიკავის მეტოქე მსოფლიო თასის ბრინჯაოს პრიზიორი, იტალიელი მიკელე გალო იყო, რომელთანაც სანდრო ბაზაძემ დაძაბულ ბრძოლაში შეხვედრა ანგარიშით 14-15 დათმო და მესამე ადგილზე გავიდა.

კომენტარები