მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. შენობის შესასვლელებთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე 09:30 საათზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა უნდა დაწყებულიყო, რასაც შეკრებილები აპროტესტებენ. კომიტეტთან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

პარლამენტმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ “იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი”

2 მარტს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს.

კომიტეტები პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტში იყო ფიზიკური დაპირისპირებაც, შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს ჟურნალისტები. აქცია იმართებოდა პარლამენტის შენობის გარეთაც, სადაც 36 ადამიანი დააკავეს.

კომენტარები