პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა.
“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის სიტყვით გამოსვლას „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების რეპლიკები მოჰყვა, რის შემდეგაც პარლამენტარები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირების მცდელობასაც – “ხალხის ძალის” დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის ხელის დარტყმა სცადა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ კი დეპუტატებს აგინა.
ამ დროისთვის პლენარული სხდომა გრძელდება.
პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს.
კომენტარები