იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო infoimereti.ge გთავაზობთ რუბრიკას “პროფესია”, რომლის მორიგი სტუმარია თორაკოქირურგი ლევან ტყებუჩავა.
სახელი: ლევან
გვარი: ტყებუჩავა
პროფესია: ექიმი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი. სამედიცინო დირექტორი.
რომ არ ვყოფილიყავი ექიმი, ვიქნებოდი… სამხედრო მოსამსახურე
ყველზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს… სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა
როცა ამ პროფესიას ვირჩევდი მეგონა, რომ… გრძელი გზა მქონდა გასავლელი
ყველაზე დასამახსოვრებელი ოპერაცია… ვერ გამოვყოფ, საკმაოდ ბევრია
ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ… გულწრფელობას და ერთგულებას
მჯერა, რომ… ყველაფერი წინ არის
ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში… პასუხისმგებლობის გრძნობა
რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში… ხანდახან ვჩქარობ
ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არის… ოჯახი
ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ… დავბრუნებულიყავი სახლში (აფხაზეთში)
ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიყო… ბავშვობის სურვილი არ შეცვლილა
ნიჭი, რომელსაც მინდა ვფლობდე… სიმღერის ნიჭი
ამოჩემებული სამოსი… არ მაქვს
ყველაზე ხშირად მავიწყდება… რომ არ დამავიწყდეს, ელექტრონულ წიგნაკში ვინიშნავ
ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ საუბარში, არის… ყველაფერი კარგად იქნება
ადრე ვფიქრობდი, რომ… სამყარო დიდია
ახლა ვფიქრობ, რომ… შეუძლებელი არაფერია
თავისუფალ დროს… ოჯახი და მეგობრები
მეშინია… რის წინაშეც უძლური ვარ
მრცხვენია მაშინ, როდესაც… ნაცნობს ვერ ვცნობ
ყველაზე მეტად მიყვარს… ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება – ოჯახი
არასოდეს გავაკეთებ… არ გავფინდები კოსმოსში
რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ… დამრჩა კიდევ რამე უთქმელი?)))
სიყვარული არის… ყველაფრი
ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ… ამჟამად ყველაზე ბედნიერი ვარ
როდესაც ცუდად ვარ… მივდივარ ფიქრებში
დღეს დილით პირველი, რაც გავიფიქრე იყო… რა დღეა დღეს
პირად ურთიერთობებში ვარ… მოზომილი
მინდა დამიმახსოვრონ, როგორც… ლევან ტყებუჩავა – ჯერ პიროვნება და მერე ექიმი.
კომენტარები