ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტის აკაკი საღინაძის სახლზე უცნობი პირების მიერ გაკეთებული წარწერის – “აქ ცხოვრობს დავალებების შემსრულებელი ნაც-ჯაშუში” ნაცვლად სამოქალაქო აქტივისტებმა საქართველოს და ევროკავშირის დროშები დახატეს.
აკაკი საღინაძის საცხოვრებელი სახლის ჯიშკარზე აღნიშნული წარწერა გუშინ გააკეთეს.
სამოქალაქო აქტივისტი “ქართული ოცნების” მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებდა.
კომენტარები