11 მარტს, 18:00 საათზე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის კიბეებზე “მადლიერების აქტს” შეადგენენ.
როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამით მადლობას გადაუხადიან ყველა იმ ადამიანს, ვინც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძოდა.
“11 მარტს, 18:00 საათზე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ლ.მესხიშვილის სახელობის თეატრის კიბეებზე ვიკრიბებით, რადგან შევადგინოთ “მადლიერების აქტი” და მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ბოლო დღეების განმავლობაში იბრძოდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის თბილისსა თუ რეგიონებში გამოხატული პროტესტით”, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები