მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“მათი ამოცანა იყო ქაოსი, არეულობა, შეიძლება რამდენიმე ახალგაზრდა მოეკლათ თავადვე”

“მათი ამოცანა იყო ქაოსი, არეულობა, შეიძლება რამდენიმე ახალგაზრდა მოეკლათ თავადვე”

გადაწყვეტილება, რომელიც ამ კანონის უკან გაწვევით მივიღეთ, ამ სიტუაციაში, სახელმწიფოებრივად, ყველაზე სწორი და გონივრული იყო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

“კანონის გაწვევით]ვაჩვენეთ, რომ აქ არავის მივცემთ უფლებას, რომ ვიღაცამ რაღაც დესტაბილიზაცია მოაწყოს, არეულობა და ქაოსი შემოიტანოს ქვეყანაში, მერე მეორე ფრონტები და ათასი სისაძაგლე გააჩაღოს.

მეორე მხრივ, ვიცოდით რა, მათი ძალიან ცუდი გეგმების შესახებ, მათი ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა, შეიძლება რამდენიმე ახალგაზრდა მოეკლათ თავადვე. ვთქვით, რომ ამ ნაბიჯით ვუფრთხილდებით ჩვენთვის ყველაზე უფრო ძვირფასს, საქართველოს სტაბილურობას, მშვიდობასა და არა ომის პოლიტიკას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები