2023 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 372.3 მლნ აშშ დოლარი (985.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 103.0%-ით (188.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, – ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
გზავნილებში პირველ ადგილზეა რუსეთი, საიდანაც თებერვალში 187 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წინა წელთან შედარებით, 754%-ით მეტია.
TOP 10 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა:
რუსეთის ფედერაცია – $187 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 754%
იტალია – $39 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 18%
აშშ – $30 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 44%
საბერძნეთი – $17 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 12%
ისრაელი – $16 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 16%
გერმანია – $15 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 29%
ყაზახეთი – $13 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -6%
თურქეთი – $9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 19%
ყირგიზეთი – $6 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 83%
ესპანეთი – $4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -2%
კომენტარები