საქართველოს მორაგბეთა ნაკრები “რაგბი ევროპის” გამარჯვებული გახდა.
გადამწყვეტი შეხვედრა “ბორჯღალოსნებმა” ესპანეთში, პორტუგალიის ნაკრებთან გამართეს და მეტოქე ანგარიშით 38-11 დაამარცხეს.
ამ ტურნირზე ეს საქართველოს ნაკრების მეასე გამარჯვება იყო.
“ბორჯღალოსნებმა“ “რაგბი ევროპის” ჩემპიონატი ზედიზედ მეთერთმეტედ და ისტორიაში მეთხუთმეტედ მოიგეს.
კომენტარები