მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ვფიქრობ, რაღაც ეტაპი უნდა დასრულდეს ჩემი და პარტიის ურთიერთობის”

“ვფიქრობ, რაღაც ეტაპი უნდა დასრულდეს ჩემი და პარტიის ურთიერთობის”

ხატია დეკანოიძე “ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს.

მისივე თქმით, პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

“ხშირ შემთხვევაში გვიწევს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება, ყველას არ მოეწონოს. მე რომ გუშინ ეს ვთქვი, გამოიწვია ძალიან დიდი გულისწყრომა.

ვფიქრობ, რაღაც ეტაპი უნდა დასრულდეს ჩემი და პარტიის ურთიერთობის, ალბათ, ეს თანამშრომლობა დასრულდება. ვერ გეტყვით დროს და მომენტს. ეს ლოგიკურია იმის შემდეგ, რაც მე გუშინ ვთქვი.

პოლიტიკიდან არ ვაპირებ წასვლას. როდესაც ოფიციალურად დადგება ასეთი გადაწყვეტილება, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები შეიძლება გავაკეთო მიშასთვის ან ნიკასთვის. ჩემთვის ეს პრინციპის და ღირსების საკითხია, სადაც არ უნდა ვიყო, ეს საკითხი ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ “ტვ პირველის” ეთერში.

კომენტარები