მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე არის ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელმაც უნდა დატოვოს თანამდებობა”

“პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე არის ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელმაც უნდა დატოვოს თანამდებობა”

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები რიკოთზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

“თითქმის ერთი კვირაა, საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, რომელიც არის საერთაშორისო ფუნქციის მატარებელი და დღევანდელი შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანსპორტო დერეფანი, ინფრასტრუქტურის მინისტრის და მისი მენეჯმენტის დაუდევრობის გამო, არის პარალიზებული. ადგილი ჰქონდა დაუდევრობას და პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე არის ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, რომელმაც უნდა დატოვოს თანამდებობა და შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა უნდა დაიწყონ მოკვლევა, იმიტომ, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო რესურსის არამიზნობრივ ხარჯვასთან”, – განაცხადა ენმ-ის წარმომადგენელმა ვასო ურუშაძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კვირის ბოლოს იმსჯელებენ როდის და როგორ აღდგება მოძრაობა რიკოთზე.

კომენტარები