მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ევროკავშირის წარმომადგენლობამ იმერეთში მედიასთან შეხვედრა გამართა

ევროკავშირის წარმომადგენლობამ იმერეთში მედიასთან შეხვედრა გამართა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იმერეთის რეგიონში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე ევია კოტანი დაინტერესდა, როგორ პირობებში უხდებათ რეგიონში მედიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელება და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საზოგადოებაში მედიის როლი კიდევ უფრო გააქტიურდეს. ასევე საუბარი შეეხო შეხედულებებს ევროკავშირსა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს.

შეხვედრაზე მედია მენეჯერებზე იმ სირთულეებზე ისაუბრეს, რომელიც დღეს რეგიონშია.

ასევე ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ პროფესიული საქმიანობის განხორციელება მძიმე პირობებში უხდებათ, ხელისუფლებასთან კავშირი ფაქტობრივად გაწყვეტილია და პრესსამსახურები მხოლოდ სამთავრობო მედიებთან თანამშრომლობენ.

კომენტარები