სენატორი ჯიმ რიში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას ეხმაურება.
“სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება.
დღევანდელი გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია.
დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება.
მე გავაგრძელებ ქართველი ხალხის მხარდაჭერას მათ მისწრაფებაში, ჰქონდეთ უფრო დემოკრატიული და გამჭვირვალე მომავალი”, – წერს სენატორი “ტვიტერზე”.
აშშ-მა 4 ქართველ მოსამართლეს და მათი ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა.
კომენტარები