მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ელისო ბოლქვაძესთან ინტერვიუს შემდეგ პარლამენტმა კრიტიკული მედიის 3 ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერა

ელისო ბოლქვაძესთან ინტერვიუს შემდეგ პარლამენტმა კრიტიკული მედიის 3 ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერა

“ქართული ოცნების” დეპუტატ ელისო ბოლქვაძესთან ინტერვიუს შემდეგ პარლამენტის აპარატმა კრიტიკული მედიის 3 ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერა.

პარლამენტის აპარატის გადაწყვეტილებით, ერთი თვით აკრედიტაცია შეუჩერდათ: “მთავარი არხის” ჟურნალისტ თათია წოწონავას, “TV პირველის” ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძესა და “შაბათის ფორმულას” ჟურნალისტ სოფიო გოზალაშვილს.

მედიასთან ელისო ბოლქვაძემ დღეს განაცხადა, რომ კრიტიკული მედიის მაყურებლებს არ ცნობს.

“თქვენ გრძნობთ პასუხისმგებლობას რომ მოვედი სამსახურში და უნდა… თუ კითხვები გაქვთ, მობრძანდით ჩემთან კულტურის კომიტეტში და გაგცემთ. ასეთ ფორმატში არა, არასდროს არ მივცემ არცერთ ტელევიზიას. [ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, ხომ არ ისურვებთ მაყურებელს, რომელიც გვისმენს უპასუხოთ] თქვენს მაყურებელს მე არ ვცნობ.

რა გინდათ ახლა დამაბულინგოთ? თუ რა?! მე ხომ გითხარით, რომ არ გცემთ პასუხს, ახლა რა ენაზე გითხრათ, ფრანგულად, ინგლისურად, რუსულად თუ ქართულად”, – განაცხადა ბოლქვაძემ.

კომენტარები