ქუთაისში, ოპერის თეატრის უკან, წმინდა ნინოს ქუჩაზე არსებული ლამპიონები დაზიანებულია.
გარე განათების სისტემა მთლიან ქუჩაზე პარალიზებულია.
ლამპიონზე წლების წინ ჩამოკიდებული ლარნაკები კი ახლა ჰარშია დაკიდებული.
“ოპერის თეატრის უკან ასეთი უკულტურობა არ უნდა ხდებოდეს. ლამპიონების ნათურები, თავის ბუდესთან ერთად მომძვრალია, ქოთნები კი ჰაერშია გამოკიდებული და ჩამოწყვეტის და მოპარვის მოლოდინშია. ამ ქუჩაზე კერძო საკუთრებებია, ბევრი ადგილობრივი გადაადგილდება, ნამდვილად უხერხულია აქ რაც ხდება”, – ამბობს ადგილობრივი.
კომენტარები