მსახიობი ალექსი გეწაძე გარდაიცვალა, – ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს.
“1980 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, საინტერესო იყო მის მიერ განსახიერებული როლები, რომელსაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა იშვიათი ხმის ტემბრი, ნიჭიერი მსახიობი და უღალატო მეგობარი დააკლდა მარჯანიშვილის თეატრს.
თეატრი სამძიმარს უცხადებს მის ძმას, კოლეგებს და მეგობრებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პანაშვიდი 9 და 10 აპრილს, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის 2-ში გაიმართება, 11 აპრილს კი ცხედარს ზესტაფონში გადაასვენებენ.
ალექსი გეწაძეს 13 აპრილს, 14:00 საათზე, ზესტაფონში, პირველ სვირში დაკრძალავენ.
კომენტარები