“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე ოთხი მოთხოვნა დაასახელა.
“ბიძინა ივანიშვილი ცდილობს გადაწეროს ჩვენი ქვეყნის ისტორია, სად ნახა, სად ამოიკითხა, რომ ქართველი ხალხი შეეგუება მონობას, სუვერენიტეტის შელახვას, რომ ლაჩრობაა ჩვენი ქვეყნის ისტორია, რომ მოძმე უკრაინის ზურგში დანის ჩარტყმაა ჩვენი ქვეყნის ისტორია, სად ნახა ღალატის ისტორია. ბიძინა ივანიშვილმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენ ძმებთან ერთად გამარჯვებამდე. ქედს ვიხრი იმ ჯარისკაცების წინაშე, რომლებიც იბრძვიან უკრაინის და საქართველოს თავისუფლებას.
ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ არის თვითმარქვია ოპოზიცია.
ჩვენი მთავარი მოთხოვნები, რის გარშემოც უნდა გავერთიანდეთ დღევანდელი დღის შემდეგ და გავაგრძელოთ ბრძოლა.
იმისთვის, რომ ევროკავშირის სტატუსი მივიღოთ ნომერ პირველი მოთხოვნა არის ლაზარეს თავისუფლება.
მეორე – თანამდებობები დატოვონ ამერიკის მიერ სანქცირებულმა, კორუმპირებულმა მოსამართლეებმა.
მესამე – ევროკავშირის 12 პუნქტში არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, დეპოლარიზაცია, რომელიც სააკაშვილის და გვარამიას თავისუფლების გარეშე არ გამოვა.
მეოთხე მოთხოვნაც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას და გვინდა გამოვყოთ რამდენიმე პრიორიტეტი, ეს არის დეოლიგარქიზაციის კანონი, სასამართლო რეფორმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა.
ბრძოლა იქნება ბოლომდე და გამარჯვებამდე”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
კომენტარები