3 მარტის საპროტესტო აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია სასამართლომ 4 200 ლარით დააჯარიმა.
“4200 ლარით დამაჯარიმეს 3 მარტის აქციაზე 38 რომ დაგვიჭირეს”, – წერს ნარსია.
ჯარიმის დაკისრებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მარტის აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი პირი, ჯანო მუმლაძე წერს. მისი თქმით, სასამართლომ ის 2 000 ლარით დააჯარიმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 38 ადამიანი დააკავეს.
კომენტარები