მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ბოღმა გულით როდემდე უნდა ატარონ, მე მათ ნაცვლად ყოველ დილა-საღამოს ვერ ვიტირებ”

“ბოღმა გულით როდემდე უნდა ატარონ, მე მათ ნაცვლად ყოველ დილა-საღამოს ვერ ვიტირებ”

ბევრი ათასი ხმით წააგეს და არ ვიცი, ბოღმა გულით როდემდე უნდა ატარონ – ვიღაცებს რომ ემოციები, განცდები და ტკივილები აქვთ, რომ არჩევნები წააგეს, ეგ მათი პრობლემაა, მე მათ ნაცვლად ყოველ დილა-საღამოს ვერ ვიტირებ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მიმდინარე კვირას დააანონსებს არჩევნებს 63-ვე მუნიციპალიტეტში.

“საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მიმდინარე კვირაში დააანონსებს ღია, გამჭვირვალე არჩევნებს 63-ვე მუნიციპალიტეტში. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც უნდა ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის ქალაქის ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ფართომასშტაბიან დიდ საარჩევნო მარათონს დავიწყებთ 63 მუნიციპალიტეტში. თბილისის ჩათვლით 73 მანდატი არის არჩევნების გზით გასათამაშებელი, ყველას შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა.

რაც შეეხება ლეგიტიმაციის საკითხს, ჩემი აზრით ანეკდოტია, როცა ვსაუბრობთ მაღალი ლეგიტიმაციით არჩეულ თავმჯდომარეზე, რომელმაც პირველ ტურში დამაჯერებლად რამდენიმე ათასი ხმით მოუგო მოქმედ თავმჯდომარეს. არ ვიცი, ეს ბოღმა ვის როდემდე შეიძლება გაჰყვეს, ან რამდენი ხნით შეიძლება ინერვიულონ ამაზე. პარტიის თავმჯდომარის არჩევნები არის ორ წელში ერთხელ, შესაბამისად, მოემზადონ და მონაწილეობა მიიღონ. პარტიაში დიდი არჩევნები ჩატარდა, ბევრი ათასი ხმით წააგეს და არ ვიცი, ბოღმა გულით როდემდე უნდა ატარონ. ბიძინა ივანიშვილი გვყავს დასამარცხებელი და ამაზე კონცენტრირდნენ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კაბინეტებში გადაწყვეტილება აღარ მიიღება და როცა 63 მუნიციპალიტეტში არჩევნების ჩატარებაზე ვსაუბრობთ, გადაწყვეტილებას მიიღებს ამომრჩეველი, ამიტომ ნებისმიერ ადამიანს, ვისი წარდგენილიც არ უნდა იყოს, საშუალება აქვს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და ხაბეიშვილის და მელიას მხარდაჭერა კი არა ამომრჩევლის მხარდაჭერა მიიღოს. ვიღაცებს რომ ემოციები, განცდები და ტკივილები აქვთ, რომ არჩევნები წააგეს, ეგ მათი პრობლემაა, მე მათ ნაცვლად ყოველ დილა-საღამოს ვერ ვიტირებ. ბიძინა ივანიშვილი არის სამიზნე, მთელი წლები შევალიე ოლიგარქებთან ბრძოლას“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე: მელიას გულისხმობს თუ არა, ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ეს უტრირებულია.

„უტრირებთ, მსგავსი არაფერი მითქვამს, არ მინახავს მელია ატირებული,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კომენტარები