იმერეთის რეგიონის მერებიდან, რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად? – აღნიშნული ინტერაქტივი ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთმა” საკუთარ მკითხველს 18 აპრილს შესთავაზა.
ინტერაქტივში მონაწილეობა 3 დღის განმავლობაში იყო შესაძლებელი.
გამოკითხვაში მონაწილეობა 5 143-მა ადამიანმა მიიღო. უმრავლესობამ დადებითად ხარაგაულის მერის საქმიანობა შეაფასა, მეორე და მესამე ადგილზე სამტრედიისა და ხონის მერები გავიდნენ.
ინტერაქტივში მონაწილეთა ყველა დაბალი პროცენტული მაჩვენებლი ქუთაისის მერს ერგო.
სრული მონაცემები იხილეთ თანდართულ ფოტოზე.
კომენტარები