მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მელიქიძე, მერაბიშვილი, მეფარიშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

მელიქიძე, მერაბიშვილი, მეფარიშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს მელიქიძის, მერაბიშვილის და მეფარიშვილის გვარების ისტორიას გთავაზობთ.

მელიქიძე – გვხვდება ასპინძასა და ახლციხეში. საკუთარ სახელად ქცეული თანამდებობის ტერმინი “მელიქი” (არაბ. მალიქ)- კუთხის, სოფლის, ქალაქის მმართველი, გამგებელი.

მერაბიშვილი – გავრცელებულია ადიგენის რაიონში (უდე), კასპის რიონში (კავთისხევი) და სხვ. დაკავშირებულია საკუთარ სახელთან მერაბი. მერაბ სპარსულად “მზესავით ელვარეს” ნიშნავს. მერაბი ერქვა “შაჰ-ნამეს” ერთ-ერთ პერსონაჟს, როსტომის პაპას, რომელიც ზაბულისტანში მეფობდა. მერაბიშვილები 1688 წელს ენაგეთში მოხსენიებულნი არიან როგორც სახასო აზნაურები. გადმოცემით, უდელი მერაბიშვილების წინაპართა გვარი ხურციძე ყოფილა.

მეფარიშვილი – გავრცელებულია ვანის და ჩოხატაურის რაიონში. შედგება ხელობის სახელისაგან მეფარე – ფარის მკეთებელი, მოხელე. ამავე ძირისაა: მეფარიძე.

კომენტარები