მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ლელა თოლორდავა – ავდექი და წამოვედი, ჩემთვის ემიგრანტობა ჯოჯოხეთი იყო დედამიწაზე

ლელა თოლორდავა – ავდექი და წამოვედი, ჩემთვის ემიგრანტობა ჯოჯოხეთი იყო დედამიწაზე

ქუთაისელი ჟურნალისტის ლელა თოლორდავას 5-წლიანი ემიგრანტობა დასრულდა.

ჟურნალისტი რამდენიმე დღის წინ, სამშობლოში, ქუთაისში დაბრუნდა და ამბობს, რომ ემიგრანტის ცხოვრება მისთვის უმძიმესი იყო.

ლელა თოლორდავას სტატუსს, სტილის დაცვით უცვლელად გთავაზობთ.

“ავდექი და წამოვედი!!!

ბევრი ფიქრისა და ყოყმანის გარეშე, საკუთარ თავს ვუთხარი – აქ (იტალიაში) შენი ადგილი არ არის, ლელა!!!

წადი, უკანმოუხედავად გაიქეცი!!!

წადი, ლელა!!!

წადი!!!

კი არ წამოვედი, ფრთები შევისხი და გამოვფრინდი!!!

უკან დავტოვე ბადანტეობის ხუთი წელი და უკლებლივ ყველა დღე სევდიანი…

იავარდებითმოფენილიგზებით არც მანამდე მივლია და არც მერე ვივლი, მაგრამ მექნება მთავარი – თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა !!!

როცა მინდა, მაშინ დავიძინებ და გავიღვიძებ!!!

როცა მინდა, მაშინ გადავაბიჯებ სახლის ზღურბლს და გადმოვაბიჯებ!!!

როცა მინდა, რასაც მინდა, როგორც მინდა ისე გავაკეთებ!!!!
ან არ გავაკეთებ!!!

და ყველაზე მთავარი – შვილების მონატრებით აღარ მომეწურება გული!!!

ემიგრანტობის მარწუხები აღარ მომახრჩობს და დედამიწაზე ჯოჯოხეთის ცეცხლი არ დამწვავს!!!

ჩემთვის ემიგრანტობა ჯოჯოხეთი იყო დედამიწაზე!!!

ვერაფრით ვპოვე უცხო მიწაზე სულის სიმშვიდე!!!

ვერც გავილაღე და გავიხარე!!!

ვეცადე, ბევრი ვეცადე, მაგრამ მოჩვენებითი იყო ყველა ხალისი და ყველა სილაღე!!!

საკუთარ თავს გავურბოდი, უფრო სწორად ვემალებოდი!!!

სამშობლოს სურნელს ტოსკანას ველ-მინდვრებში დავეძებდი!!!

იტალიელ ნაცნობ-მეგობრებს ქართველებს ვამსგავსებდი!!!

იყო მსგავსება და დიდი განსხვავება!!!

ზღაპარივით იყო…

იყო და არა იყო რა !!!

და ამ სულის ფორიაქში, ბევრჯერ დანაქადებ სიტყვას ხავსივით ჩავეჭიდე – “ფრანჩესკა ბებოს გარდაცვალებით უნდა დავასრულო ჩემი ბადანტეობა”.

უნდა დავასრულო ბადანტეობა!!!

უნდა დავასრულო!!!

საათის წიკწიკის დარად ტვინში მომართული მექანიზმი

მითვლიდა წამებს – “უნდა დავასრულო”!!!!!!

რჩევა არავისთვის მიკითხავს, ეს ბრძოლა მარტოს უნდა მომეგო…

იყო ერთი დიდი “მაგრამ”, მაგრამ ისიც გადავლახე, სხვანაირად საკუთარი თავის დასამარება მომიწევდა…

და დავდექი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა!!!

ეს დღე იყო წითელი პარასკევი 2023 წლის 14 აპრილი…

და მეც აღვსდექი მკვდრეთით…

საკუთარი თავის უფალი ჩვენვე ვართ!!!

სხვას ნუ ველოდებით!!!

ყველა საკუთარი თავისთვის იბრძვის!!!

საკუთარ თავში უნდა იპოვო ძალა!!!

ეს ძალა ყველაშია!!!

ჩემში!!!

შენში!!!

მასში!!!

ყველაში!!!

მანამდე კი საჭიროა, რეალობას გავუსწოროთ თვალი და ვაღიაროთ, რომ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ!!!!

ამ ყველაფერს დასასრული არ აქვს!!!

პრობლემებს ვერასდროს ვერ ამოვწურავთ!!!

ფულიც არასდროს იქნება ზედმეტი!!!

თავგანწირვა ძვირად დაგვიჯდება!!!

დრო გარბის!!!

ჩვენთვის განკუთვნილი სიცოცხლის წლები დღითიდღე მცირდება!!!

მარტოობაში, მონატრებაში, დარდში და ფიქრში ვიმოკლებთ სიცოცხლეს!!!

ხოდა, გადავდგათ ნაბიჯი წინ და გავალთ მოჯადოებული წრიდან!!!
რუტინულ ყოფას ჩაანაცვლებს თავისუფლება და გვექნება ყველაფერი რასაც ფულით ვერ ვიყიდით!!!

ყველაფერი!!!

სულ ყველაფერი!!!

რასაც ფულით ვერ ვიყიდით!!!

გვექნება – თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა !!!!!”- წერს ჟურნალისტი.

კომენტარები