IRI-ის კვლევის ერთ-ერთი ქვეთავი ადგილობრივი მთავრობების, საკრებულოების და მერიების მუშაობის შეფასებას ეთმობა.
კვლევის თანახმად, საკრებულოების მუშაობით ყველაზე მეტად უკმაყოფილო არიან მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ხოლო ყველაზე კმაყოფილები – იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.
IRI-ის კვლევის მიხედვით, იმერეთში საკრებულოების მუშაობით 72% კმაყოფილია, 23% – არ არის კმაყოფილი.
რაც შეეხება მერიების მუშაობის შეფასებას, იმერეთში კმაყოფილია გამოკითხულთა 62%, არ არის კმაყოფილი 27%.
კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა „გამოკითხვისა და მარკეტინგის“ ინსტიტუტმა, დააფინანსა – USAID-მა. მონაცემები შეგროვდა 2023 წლის 4-23 მარტს, რესპონდენტთა სახლში პირისპირი ინტერვიუებით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სწრულწლოვანმა, 1500-მა მუდმივმა მცხოვრებელმა. გამოკითხულთა ასაკი, საცხოვრებელი ადგილი და დასახლების სიდიდე მთლიანი მოსახლეობის რეპრეზენტატიულია. კვლევაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა 63-მა პროცენტმა. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტს შეადგენს.
კომენტარები