მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ქართული ოცნების” ავტოქარხნის მაჟორიტარობის კანდიდატი მედიასთან არ ჩნდება

“ქართული ოცნების” ავტოქარხნის მაჟორიტარობის კანდიდატი მედიასთან არ ჩნდება

“ქართული ოცნების” ქუთაისის ავტოქარხნის მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ გიორგაძე მედიასთან არ ჩნდება.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანია რამდენიმე კვირაა, დაწყებულია, მიხეილ გიორგაძეს არცერთი ბრიფინგი ან საჯარო შეხვედრა, სადაც მედიას მოიწვევდა, არ გაუმართავს, არადა არსებობს კითხვები, რომელიც მომავალ მაჟორიტარ დეპუტატთან არსებობს და ეს კითხვები სავარაუდოდ, მის პოტენციურ ამომრჩეველსაც აქვს.

რას ფიქრობს ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამავე უბანში უფუნქციოდ დატოვებულ პარლამენტის ყოფილ შენობაზე, რატომ გადაწყვიტა 30-ე სკოლის წარმატებულმა დირექტორმა პოლიტიკაში წასვლა და ეს იყო მისი გადაწყვეტილებით, თუ მას არჩევანი მოუწია ან პოლიტიკაში წასვლაზე ან სკოლის დათმობაზე, – კითხვები ამ ეტაპზე უპასუხოდ რჩება.

29 აპრილს ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, რიგგარეშე არჩევნებზე, საკრებულოს დეპუტატობისთვის ერთადერთი კანდიდატი იბრძოლებს.

ავტოქარხნის ამომრჩეველს ბიულეტენში მხოლოდ ერთადერთი კანდიდატი დახვდება.

ინფო იმერეთს” ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, რომ ავტოქარხნის დასახლებაში, 29 აპრილს 11 საარჩევნო უბანი გაიხსნება, სადაც 26 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ქალაქის საკრებულოში ავტოქარხნის მაჟორიტარის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც “ნაციონალური მოძრაობიდან” გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატი ბესო ბრეგაძე ემიგრაციაში წავიდა.

კომენტარები