29 აპრილს თერჯოლის მოსახლეობა მერს აირჩევს.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით 32 448 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ამომრჩევლებს ხმის მიცემა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე შეეძლებათ.
ამომრჩეველს ბიულეტენში მხოლოდ “ქართული ოცნების” კანდიდატი – მანუჩარ რობაქიძე დახვდება.
თერჯოლის მერის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მუნიციპალიტეტის პირველი პირი ლაშა გოგიაშვილი ავარიის შედეგად გარდაიცვალა.
კომენტარები