მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისელი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე გრან-პრის ვერცხლის მედალოსანია

ქუთაისელი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე გრან-პრის ვერცხლის მედალოსანია

ქართველმა ხმლით მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან-პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველი სპორტსმენი ფინალში მასპინძელთა წარმომადგენელს, სანგუკ ოსს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 14:15 დამარცხდა.

მსოფლიოს რეიტინგის პირველი ნომერი ბაზაძე გრან-პრიზე ასპარეზობაში მეოთხედფინალიდან ჩაება, სადაც მან ჯუნჰო კიმი 15:14 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში იტალიელ მატეო ნერისთან ანალოგიური ანგარიშით გაიმარჯვა.

კომენტარები