მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება “ქართული ოცნების” წევრს გივი ჭიჭინაძეს გადაეცა

ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება “ქართული ოცნების” წევრს გივი ჭიჭინაძეს გადაეცა

ქუთაისისათვის გაწეული ღვაწლისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება “ქართული ოცნების” წევრს გივი ჭიჭინაძეს გადაეცა.

აღნიშნულ წოდება პირს ქუთაისის მერიასთან არსებული პატივგებისა და სახელდების მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციითა და ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით ეძლევა.

როგორც ოპოზიციაში აცხადებდნენ, 2021 წელს გივი ჭიჭინაძის ჩართულობით “ქართულმა ოცნებამ” ქუთაისის მერად იოსებ ხახალეიშვილი წარადგინა.

როგორც ცნობილია, გივი ჭიჭინაძე და ბიძინა ივანიშვილი ახლო მეგობრები არიან. სწორედ ჭიჭინაძის რეკომენდაციითა და მხარდაჭერით წარადგინა პარტიამ იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მერის კანდიდატად, რომელმაც არჩევნების პირველი ტური წააგო.

კომენტარები