მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ეს უკვე ქალაქის შეურაცხყოფაა, მოაშორეთ ლურჯი ფერები სტადიონს”

“ეს უკვე ქალაქის შეურაცხყოფაა, მოაშორეთ ლურჯი ფერები სტადიონს”

ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.

სტადიონის სექტორებზე არსებულ ფერებს “ტორპედოს” გულშემატკივრები აპროტესტებენ.

“ეს უკვე ქალაქის შეურაცხყოფაა. მოაშორეთ ეს ლურჯი ფერები სტადიონს. ჯერ იყო და შავ თეთრ სკამებს დაგვპირდით და მოგვატყუეთ და მწვანე და თეთრი დააყენეთ, იქედან გამომდინარე, რომ მწვანე ჩვენი ქალაქის ფერია, არაფერი ვთქვით, მაგრამ ლურჯი? რომელს მოგაფიქრდათ ეგ? რომელი იღებთ პასუხისმგებლობას მაგაზე?

იმედია, გაითვალისწინებთ ქალაქის აზრს და გადაღებავთ სხვა ფერზე თუ არა და ძალიან მალე ჩვენ გავაკეთებთ მაგას”, – წერენ ქუთაისის “ტორპედოს” გულშემატკივრები.

კომენტარები