ქუთაისის მერია აუზის დირექტორს ეძებს. ვაკანსია ადგილობრივმა ხელისუფლებამ დასაქმების საიტზე განათავსა.
განცხადებაში წერია, რომ დირექტორობის მსურველი ინგლისურ ენას უნდა ფლობდეს, ასევე ჰქონდეს ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევები.
სავალდებულო მოთხოვნებში ცურვის ცოდნა მითითებული არ არის.
კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი ადგილობრივი ხელისუფლება შერჩეულ კანდიდატს 2 000-ლარიან ანაზღაურებას ჰპირდება.
ქუთაისში, საცურაო აუზი ჯერ არ გახსნილა.
საცურაო აუზი ა (ა)იპ “სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების” დაქვემდებარებაში იქნება.
კომენტარები