ქუთაისის ოპერის თეატრში პიანისტ გიორგი არაბიძის სოლო კონცერტი გაიმართა.
ახალგაზრდა შემსრულებელმა რვა კომპოზიციისგან შემდგარი პროგრამა წარადგინა.
გიორგი არაბიძე მსმენელის წინაშე ცნობილი კომპოზიტორების რეპერტუარით წარდგა.
თეატრში მყოფმა მსმენელმა ახალგაზრდა შემოქმედის კონცერტი დადებითად შეაფასა.
გიორგი არაბიძემ შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და დააანონსა, რომ ოპერის თეატრის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ის საზოგადოების წინაშე კიდევ უფრო მრავალფეროვანი რეპერტუარით წარდგება.
კომენტარები