მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

GORBI-ის კვლევით, “ქართულ ოცნებას” 53% უჭერს მხარს, “ნაციონალურ მოძრაობას” – 19%

GORBI-ის კვლევით, “ქართულ ოცნებას” 53% უჭერს მხარს, “ნაციონალურ მოძრაობას” – 19%

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევით ირკვევა, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი წინა კვლევასთან შედარებით გაზრდილია.

შეკითხვაზე დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ 53 %

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 19 %

„ლელო“ 4 %

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ 3 %

„ლეიბორისტული პარტია“ 3 %

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 2 %

„სტრატეგია აღმაშენებელი“ 2 %

„ევროპული საქართველო“ 2%

„საქართველოსთვის“ 2 %

„მოქალაქეები“ 2 %

„ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – გირჩი 1 %

სხვა პარტიები 7 %

კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ 22 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით ჩაატარა. წარმომადგენლობითი შერჩევით ქვეყნისა და თბილისის მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წესით საქართველოს 2026 მოქალაქე გამოიკითხა. 59 %, ანუ 1212 რესპონდენტი სავარაუდო ამომრჩეველია, რომელიც, სავარაუდო ხმის მიცემის შესახებ 2 შეკითხვაზე პასუხისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის უფლების მქონეთა თვითგაცხადებული ხმის მიცემის ისტორიის მიხედვით გამოვლინდა,

ცდომილების ზღვარი: ქვეყნის მასშტაბით რიგითი მოქალაქეების გამოკითხვის შემთხვევაში – +/- 2.2%-ია. ქვეყნის მასშტაბით სავარაუდო ამომრჩევლის შემთხვევაში – +/- 2.9%-ი.

კომენტარები