მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ბაღდათში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საწვავში 261 039 ლარი დახარჯა

ბაღდათში,  ადგილობრივმა ხელისუფლებამ საწვავში 261 039 ლარი დახარჯა

იმერეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლება საწვავზე სოლიდურ თანხებს ხარჯავს, რაც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილია.

2022 წელს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საწვავის მომსახურებაში 261 039 ლარი დახარჯა.
საწვავი მაღალი თანამდებობის პირებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგელებმა გადაადგილებისთვის გამოიყენეს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს თანხის არამიზნობრივი ხარჯვაა და ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

ბაღდათის მერიაში, გასულ წელს საწვავზე დახარული თანხის შესახებ საჯარო ინფორმაცია ტელეკომპანია “მეგა ტვ”-მა გამოითხოვა.

კომენტარები