ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ზედიზედ მეთერთმეტედ მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. მან ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.
ნახევარფინალში სანდრომ ფრანგი მაქსიმ პიანფეტი 15:11 დაამარცხა, ფინალში კი იტალიელ რიკარდო ნუჩიოს 15:6 სძლია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ქართველმა ხმლით მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან-პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
კომენტარები