“ტორპედოს” შოტლანდიელი სტივ კინი გაწვრთნის.
არსებული ინფორმაციით, სტივ კინთან კლუბის მენეჯმენტმა სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია.
ისტორიული საფეხბურთო კლუბის, ახალი მთავარი მწვრთნელი, შოტლანდიელი სპეციალისტი საქართველოში 18 მაისს ჩამოვა, ხოლო 19 მაისს მასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაფორმდება და ქართული მედიისთვის პრესკონფერენციაც გაიმართება.
სტივ კინი “ტორპედოს“ პირველად 20 მაისს “კავკასიონი არენაზე“ “თელავის“ წინააღმდეგ უხელმძღვანელებს.
55 წლის შოტლანდიელმა მწვრთნელმა ფეხბურთელის კარიერა “სელტიკში“ დაიწყო, მაგრამ პირველ გუნდში ვერ მოხვდა და “სუონსიში“ გადავიდა. თამაშობდა პორტუგალიის “აკადემია კოიმბრასა“ და “ნავალში“.
ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო. იყო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი „რედინგში“, “ფულჰემში“, „რეალ სოსიედადში“, „ქოვენთრი სიტიში“, “ბლექბერნში“ (სადაც 2010-12 წლებში მთავარი მწვრთნელი იყო), მუშაობდა ბრუნეის ეროვნული ნაკრებში, “ოფი კრეტაში“ (ტექნიკურ დირექტორად), “მელბურნ ვიქტორიში“ მწვრთნელის ასისტენტად.
2021 წლის ნოემბერში კინი შოტლანდიური კლუბის, “ჰიბერნიანის“ აკადემიის დირექტორი გახდა და 19-წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, რომელმაც მისი ხელძღვანელობით შოტლანდიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონში დაამარცხა ნორვეგიული „მიოლდე“, ფრანგული „ნანტი“ და ფლეი ოფში გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ჩხეტიანმა თანამდებობა მაისის დასაწყისში დატოვა დატოვა.
კომენტარები