მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ბრალდებით ვანში მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ბრალდებით ვანში მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. მას ბრალად არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ედება.

დანაშაული თავისუფლების 9-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა ტ.მ.-მ, მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგონას, სექსუალური ხასიათის მატარებელი საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზე შეეხო.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები