“ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა თბილისში თავისი არასასურველი რეისი განახორციელა”, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით შესრულებულ პირდაპირ ავიარეისს.
“არა რუსეთთან ფრენებს“, – წერს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.
ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანიამ “აზიმუტი” შეასრულა.
კომენტარები