რუსებისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, ევროკავშირის ქვეყნებისკენ მორიგი სატრანზიტო მარშრუტი გაიხსნა, – ამის შესახებ რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი გორინმა განაცხადა.
“Red Wings არის გადაზიდვის გაფართოება, მაგრამ უკვე ჩარტერული ფრენების სახით. ეს ფრენები განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვან მარშრუტზე მოსკოვი-ქუთაისი, ხოლო ქუთაისი არის აეროპორტი, რომელიც სატრანზიტო კერაა და საშუალებას იძლევა ფრენები ევროპაში განხორციელდეს“,- განაცხადა გორინმა “რია ნოვოსტისთან“.
კომენტარები