მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – პოლიციის ამოცანა არის არა ქართველების დაცვა, არამედ ადამიანების დაცვა

შალვა პაპუაშვილი – პოლიციის ამოცანა არის არა ქართველების დაცვა, არამედ ადამიანების დაცვა

თუკი ვინმე ფიქრობს, რომ პოლიციის ვალდებულება არის ეთნიკური ნიშნით ადამიანების დაცვა, ან ეთნიკური ნიშნით ადამიანის არ დაცვა, თუკი ვინმე ამას ფიქრობს, ეს ადამიანი არის ქსენოფობი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ყვარელში გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

“პოლიციის ამოცანა არის არა ქართველების დაცვა, არამედ ადამიანების დაცვა. ყველა უნდა დაიცვას დანაშაულისგან.

თუკი ვინმე ფიქრობს, რომ პოლიციის ვალდებულება არის ეთნიკური ნიშნით ადამიანების დაცვა, ან ეთნიკური ნიშნით ადამიანის არ დაცვა, თუკი ვინმე ამას ფიქრობს, ეს ადამიანი არის ქსენოფობი. პოლიციის ამოცანაა დაიცვას ადამიანის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, სიცოცხლე, ასე შემდეგ, ჩვენ რაც ვიხილეთ, პირდაპირ ეთერში ვხედავდით აგრესიულ ჯგუფს “ნაციონალური მოძრაობისა”, რადიკალური ოპოზიციის ჯგუფს, რომელიც მივარდნილი იყო აურზაურის მოსაწყობად, არავინ არ იცის რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს, ვინ დაზიანდებოდა, ვის რა მოუვიდოდა, პოლიცია, რა თქმა უნდა, ვალდებული იყო დაეშორიშორებინა, არ დაეშვა ის, რომ საფრთხე შეჰქმნოდა სხვა ადამიანს. ეს არის ბიძგი ქსენოფობიისკენ, ეთნიკური ნიშნით გავმიჯნოთ ვინ დაიცვას და ვინ არ დაიცვას”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები