იმერეთში მოზარდის ჩვენების საფუძველზე ბავშვის მამა და ბიძა დააკავეს.
არასრულწლოვანი ამტკიცებს, რომ მასზე ძალადობდნენ.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მშობლებს შორის კონფლიქტს უკავშირდება, რომლებიც წლებია, გაშორებულები არიან.
დაკავებულები წყალტუბოს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
დაკავებულების ადვოკატი ლედი ტუკვაძე მცირეწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე არ საუბრობს.
მამისთვის და ბიძისთვის ბრალი ჯერჯერობით არ წარუდგენიათ.
თავდაპირველად აღნიშნულზე ინფორმაცია ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავრცელა.
კომენტარები