მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

როგორ გამოიყურება რეაბილიტირებული სკვერი ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე, რომელიც ქალაქის მერმა საზეიმოდ გახსნა

როგორ გამოიყურება რეაბილიტირებული სკვერი ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე, რომელიც ქალაქის მერმა საზეიმოდ გახსნა

“ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალი სარეკრეაციო სივრცე გაიხსნა”, – ამ სათაურით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაცია გავრცელდა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ახალი სკვერი სოსო ხახალეიშვილმა გახსნა.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო იმერეთი” დაინტერესდა აღნიშნულ სკვერით და აღმოჩნდა, რომ რეკრეაციული სივრცე ნახევრად არის მოწყობილი, მთავრობის პოზირება კი იმ სივრცეში მოხდა, რომელიც რეაბილიტირებულია.

მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული არ იყო, რომ სკვერის მოწყობა დაუსრულებელი იყო.

“მოვიდა და ნახევრად გაკეთებული სკვერი გახსნა. მერე ინტერნეტში, მერიამ ინფორმაცია დადო, თურმე სკვერი გააკეთა და გახსნაო, ესაა გაკეთებული? ნახევარზე მეტი გახრიოკებულია”, – აცხადებს ადგილობრივი.

აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციაზე 900 ათასამდე ლარი დაჯდა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდმა (რგპფ) დააფინანსა.

“მუხრანის ადმინისტრაციულ ერთეულში, საკმაოდ ვრცელ ფართობზე, რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ სკვერის მოწყობის სამუშაოები და დღეს, ჩვენს მოსახლეობასთან ერთად გავხსენით ახალი სკვერი. ახალი სარეკრეაციო სივრცე ყველა ასაკის და ინტერესის ადამიანზეა მორგებული. აქ გვაქვს როგორც საბავშვო ატრაქციონები, ასევე ფანჩატურები, დასასვენებელი და გასართობი ადგილები. ამ დასახლებაში ეს პირველი ამ ტიპის და მასშტაბის სკვერია და ვფიქრობ, საუკეთესო საჩუქარია აქ მცხოვრები ადამიანებისთვის“, – განაცხადა 19 მაისს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები