მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ქუთაისი 26 მაისს ევროკავშირის სიმბოლიკის გარეშე ხვდება

ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ქუთაისი 26 მაისს ევროკავშირის სიმბოლიკის გარეშე ხვდება

ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი დამოუკიდებლობის დღეს ევროკავშირის სიმბოლიკის გარეშე ხვდება.

ქუთაისში 26 მაისის მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, თუმცა არცერთ ლოკაციაზე ევროკავშირის დროშა წარმოდგენილი არ არის. ეს ხდება ქალაქში, სადაც მარტო წელს ევროკავშირის მხარდაჭერით 3 მილიონ 500 ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

ფაქტს უარყოფითი შეფასებებში მოჰყვა სამოქალაქო აქტივისტებში, ისინი ამბობენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში პირველად, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის დროშები ქალაქის ტერიტორიაზე არ განათავსა.

“თუ შარშან, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, ევროკავშირის დროშისთვის ადგილები მოიძებნა, წელს თუ რაიმე შეიცვალა, მაშინ ეს არის საინტერესო. წელს განსაკუთებით მნიშვნელოვანია, როგორც ევროპული სახელმწიფოსთვის, რომ ჩვენ მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად გასაგებია ამ ყველაფერმა რატომ გამოიწვია საზოგადოების ნაწილში ბრაზი და ასევე წყენა”, – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე.

კომენტარები